|
2017-10-12 11:02:47, 1641 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები უხეშად ილახება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების, ფუნდამენტური უფლებები ილახება. მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ფაქტობრივი ანექსია გრძელდება. „თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას როგორც ეროვნული, ისე გლობალური მასშტაბით. საქართველოს ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში, მუდმივად უწევდა ბრძოლა და შრომა მშვიდობისთვის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. სამწუხაროდ, ეს გამოწვევები აქტუალურია საქართველოს დღევანდელობისთვისაც. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავაც უხეშად ილახება საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების ფუნდამენტური უფლებები“,- განაცხადა კობახიძემ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. „ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა საერთაშორისო თანამშრომლობა, სამხედრო აღმშენებლობა და თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური განვითარება და თავდაცვის სისტემის სათანადო სამართლებრივი უზრუნველყოფა. საქართველოს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და გაცხადებული თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ეს პრიორიტეტები აისახა საგანგებო საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთანავე მიიღო. ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, რისთვისაც ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, რასაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამავდროულად, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით. საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, აგრეთვე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, რომლებსაც მყარად უჭერენ მხარს ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ეროვნული და გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო წარმოდგენილია ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტით ავღანეთში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსსა და პრიორიტეტებს დადებითი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური და ეროვნული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", - განაცხადა კოახიზემ. მანვე დასძინა, რომ საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და შესაბამისი ინსტიტუციების განსავითარებლად. "მსურს, აღვნიშნო, რომ ამ რეფორმების ეფექტიანობა განსაკუთრებით ხელშესახები გახდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც თავდაცვის სფეროს სათავეში ჩაუდგა მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია. თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობას აქვს სამხედრო აღმშენებლობის ძალზე კარგად გააზრებული გრძელვადიანი ხედვა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც, უსათუოდ, საქართველოს თავდაცვითი რესურსების არსებით გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. საქართველოს პარლამენტს, თავის მხრივ, აქვს რესურსი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებაში. ამისათვის, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი ეფექტიანად ასრულებს თავის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციებს. საქართველოს პარლამენტი კვლავაც მხარს დაუჭერს თავდაცვის სფეროს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას. ყველასათვის ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიდგომა, რომლის თანახმად თავდაცვაზე სახელმწიფო მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-ს უნდა ხარჯავდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში ამ სტანდარტის დაცვას. საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თავდაცვის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფაა, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)