03:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 15:58:31, 1625 ნახვა

კომენტარი
დოლიძე: დიდი ხანია ბურთი რუსეთის მოედანზეა და კარასინის ამგვარი განცხადება გაუგებარია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძისთვის  გაუგებარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს არ სურს, ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების მიხედვით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს.

დოლიძის განმარტებით, საქართველოს ვალდებულებების შესრულებაზე უარი არ უთქვამს და ვალდებულებების შეცვლას არც აპირებს.  დოლიძის თქმით,  ნაბიჯები რუსეთის მხრიდანაა გადასადგმელი:

„როდესაც 2011 წელს შეთანხმებას მივაღწიეთ, გახსოვთ, ალბათ, რომ შვეიცარული კომპანია არის მედიატორი, რომელმაც უნდა მოახდინოს ამის მონიტორინგი. ანალოგიურ აზრზე ვართ ახლაც. არასდროს შეგვიცვლია არც ჩვენი ვალდებულება, არც ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო, არც ვაპირებთ ამის შეცვლას, ახლა ბურთი სწორედ მათ მოედანზეა. ამას უნდა პროცესის  დაწყება და მეტი არაფერი. რაც   ოკუპაციის შემდეგ შეცვალეს რეალური ვითარება ადგილზე, ბუნებრივია, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად მათ უნდა აკონტროლონ ეს ტვირთბრუნვა. ამას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ-დაიწყოს პროცესი. პროცესი რომ დაიწყოს, რუსეთი უნდა დათანხმდეს და გადადგას  შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ 2011 წლის შემდგომ, როდესაც უკვე ტექნიკური პარამეტრები დაკმაყოფილდა, განისაზღვრა შვეიცარიული კომპანია, როგორც მედიატორი და მონიტორი ამ შემთხვევაში, არაფერი შეგვიცვლია. არანაირი პრობლემა არც გვაქვს და არც გვქონია. დიდი ხანია ბურთი რუსეთის მოედანზეა და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია  ბატონი კარასინის ამგვარი განცხადება“,-ამბობს დოლიძე და ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ დასძენს, რომ კარასინის ეს განცხადება ერთგვარი გადმობრალებაა რუსეთის მხრიდან:

 „ბუნებრივია, როცა დღენიადაგ პროვოცირებები ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შემდგომ უკვე აქეთ გვაბრალებენ ხოლმე,  შევეჩვიეთ ამგვარ რიტორიკას, მაგრამ რა ვქნათ?! სტრატეგიული მოთმინება არის ჩვენი ყველაზე მძლავრი იარაღი და მიუხედავად ამგვარი პროვოკაციებისა, ჩვენ მაინც თანმიმდევრულად და სწორი ნაბიჯებით მივიწევთ იქითკენ, რომ რაც შეიძლება დროულად მოვახდინოთ სიტუაციის ნორმალიზება“,-აღნიშნა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს მოუწოდებს, ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმება შეასრულოს, - ამის შესახებ დიპლომატმა სააგენტო Ria-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კარასინმა აღნიშნა, საქართველოს არ სურს, შეთანხმების მიხედვით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს.

კითხვაზე - როდის ამოქმედდება აფხაზეთისა და  სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი, კარასინმა აღნიშნა, რომ ამ  კითხვების ადრესატი ქართული მხარე უნდა იყოს და დასძინა, რომ შეთანხმების თანახმად ვალდებულებები ორივე მხარეს აქვს დაკისრებული.

"ამ კითხვებს ქართულ მხარესთან გადავამისამართებდი. ივლისში, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან საუბარმა გარკვეული ოპტიმიზმი ჩაგვისახა. გაჩნდა შეგრძნება, რომ საქართველოში, როგორც იქნა, გადაიკითხეს რუსეთთან 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება ვაჭრობის საბაჟო მონიტორინგის შესახებ და ისედაც აშკარა სიტუაცია გააცნობიერეს: შეთანხმება ვალდებულებას ორივე მხარეს აკისრებს. შეგახსენებთ, დოკუმენტი ავალდებულებს რუსეთსა და საქართველოს, გამოიყენონ სავაჭრო ნაკადის საბაჟო ადმინისტრირების სპეციალური წესი შვეიცარული სადამკვირვებლო კომპანიის მონაწილეობით. იქ კვლავ სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, საკუთარი ვალდებულებების მოსმენა კი არ უნდათ. ასე საქმე ვერ წავა. სამხრეთ კავკასიაში  შექმნილ არც თუ მარტივ მდგომარეობაში, 2011 წლის შეთანხმება იძლევა ადეკვატურ სამართლებრივ საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ვაჭრობისთვის. მოვუწოდებთ თბილისს, საბაბების გარეშე  განაცხადოს მზადყოფნა თავისი საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, რეგიონული ტრანზიტის საკითხი პრაქტიკულ სივრცეში გადავიყვანოთ“, - განაცხადა კარასინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics