03:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 13:21:11, 1712 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ალავიძე: ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს.

როგორც ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველი -  იურიდიული ეტაპი და დეკემბრის ბოლოს უკვე მშენებლობა დაიწყება:

„როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.  ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი  უჭირავს ანაკლიის პორტის მშენებლობას. ამ პორტის აშენება მოგვცემს საშუალებას,   გამოვიყენოთ მთელი სატრანზიტო პოტენციალი. პორტის მშენებლობის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. დასრულდა ერთი ეტაპი, ეკონომიკის სამინისტრომ ბევრი იმუშავა და მივედით იქამდე, რომ უკვე  დეკემბრის ბოლოს იწყება მშენებლობა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობაც ჩართულია ამ პროცესებში და ეს არის კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტი. ვინაიდან გადავდივართ მშენებლობაზე,  მთავრობის მხრიდან, ეკონომიკის სამინისტროდან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადმოეცა პროექტი, დავიწყებთ მშენებლობის ფაზაზე მონიტორინგს. პროექტი მიმდინარეობს წარმატებით, საფინანსო ინსტიტუტებთანაც მოლაპარაკებებს კონსორციუმი ახორციელებს წარმატებით“, - აღნიშნა  ზურაბ ალავიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics