16:31 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 12:53:45, 2138 ნახვა

მსოფლიო
კარასინი საქართველოს მოუწოდებს, ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმება შეასრულოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს მოუწოდებს, ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმება შეასრულოს, - ამის შესახებ დიპლომატმა სააგენტო Ria-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კარასინმა აღნიშნა, საქართველოს არ სურს, შეთანხმების მიხედვით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს.

კითხვაზე - როდის ამოქმედდება აფხაზეთისა და  სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი, კარასინმა აღნიშნა, რომ ამ  კითხვების ადრესატი ქართული მხარე უნდა იყოს და დასძინა, რომ შეთანხმების თანახმად ვალდებულებები ორივე მხარეს აქვს დაკისრებული.

"ამ კითხვებს ქართულ მხარესთან გადავამისამართებდი. ივლისში, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან საუბარმა გარკვეული ოპტიმიზმი ჩაგვისახა. გაჩნდა შეგრძნება, რომ საქართველოში, როგორც იქნა, გადაიკითხეს რუსეთთან 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება ვაჭრობის საბაჟო მონიტორინგის შესახებ და ისედაც აშკარა სიტუაცია გააცნობიერეს: შეთანხმება ვალდებულებას ორივე მხარეს აკისრებს. შეგახსენებთ, დოკუმენტი ავალდებულებს რუსეთსა და საქართველოს, გამოიყენონ სავაჭრო ნაკადის საბაჟო ადმინისტრირების სპეციალური წესი შვეიცარული სადამკვირვებლო კომპანიის მონაწილეობით. იქ კვლავ სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, საკუთარი ვალდებულებების მოსმენა კი არ უნდათ. ასე საქმე ვერ წავა. სამხრეთ კავკასიაში  შექმნილ არც თუ მარტივ მდგომარეობაში, 2011 წლის შეთანხმება იძლევა ადეკვატურ სამართლებრივ საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ვაჭრობისთვის. მოვუწოდებთ თბილისს, საბაბების გარეშე  განაცხადოს მზადყოფნა თავისი საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, რეგიონული ტრანზიტის საკითხი პრაქტიკულ სივრცეში გადავიყვანოთ“, - განაცხადა კარასინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics