14:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 19:10:35, 731 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ნურეთინ ჯანიქლის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ნურეთინ ჯანიქლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმში "საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე" (GDSC) დასწრების ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 12 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონში" გაიმართება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.  ზურაბ პატარაძემ თავდაცვის მინისტრთან საუბრისას გაიხსენა  გასულ წელს შავ ზღვაში წვრთნების დროს დაკარგული ქართველი სამხედროების სამძებრო სამუშაოებში თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ჩართულობა, ასევე თურქეთის მთავრობის დახმარება  ბორჯომის ხეობასა და შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. აღნიშნული მხარდაჭერისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება.

ზურაბ პატარაძის თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის და რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატო-ს წევრი ქვეყნების გემების აქტიურობა შავ ზღვაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3-5 ნოემბერს იგეგმება „NATO-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2"–ის გემების „საპორტო ვიზიტი" ბათუმის პორტში, რომლის შემადგენლობაში შედის თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, ბულგარეთის და რუმინეთის გემები.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი. თურქეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეები  ჯელალ სამი თუფექჩი და ბასათ ოზთურქი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ,  თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი და თურქეთის რესპუბლიკის თავმდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics