|
2017-10-10 17:20:55, 2314 ნახვა
მსოფლიო
კატალონიის ხელისუფლება მადრიდს რეგიონიდან კომპანიების გასვლაში ადანაშაულებს
კატალონიის ხელისუფლება ოფიციალურ მადრიდს ავტონომიური რეგიონიდან კომპანიების გასვლაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ გენერალიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟორდი ტურულმა განაცხადა. ინფორმაციას Ria ავრცელებს. როგორც ტურულმა აღნიშნა, კატალონიის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია და კომპანიების მიერ ოურიდიული მისამართის შეცვლა მას არ დააზარალებს. "ჩვენ ძალიან არ მოგვწონს, რომ რამდენიმე კომპანიამ გადაწყვიტა ოფისების გადატანა ესპანეთის სხვა ქალაქებში. ისინი ცვლიან იურიდიულ მისამართს. თუმცა აქვე იმას ვიტყვი, რომ კატალონიის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან და ვცდილობთ მათ დავეხმაროთ", - აღნიშნა გენერალიტეტის წარმომადგენელმა და დასძნა, რომ "ეს კომპანიები, რომლებმაც კატალონია დატოვეს, ადრე თუ გვიან დაბრუნდებიან". ცნობისთვის, ათობით კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ იურიდიულ მისამართს ცვლის და ბარსელონას მაგივრად, ოფისებს მადრიდში გახსნის. კომპანიებს შორის არიან მსოფლიოს საუკეთესო ბანკების ხუტეულში შესული ბანკები Sabadell-ი და CaixaBank-ი. ასევე იურიდიულ მისამართს ცვლის სადაზღვეო კომპანია Catalana Occidente-ც. ცნობისთვის, დღეს კატალონიის პარლამენტში რეგიონის მეთაური კარლეს პუჩდემონი სიტყვით გამოვა. ის ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში არ არის გაწერილი გამოაცხადებს თუ არა ავტონომიური რესპუბლიკის მეტაური დამოუკიდებლობას, არ არის გამორიცხული ეს სწორედ დრევანდელ შეხვედრაზე მოხდეს. აღსანიშნავია, რომ პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და პარკი გადაკეტილი აქვს, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ დეპუტატებსა და მედიის წარმომადგენლებს აქვთ. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)