|
2015-05-01 08:14:21, 323 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი სკოლა სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების ჩატარებას აგრძელებს
იუსტიციის უმაღლესი სკოლა იურიდიული ფაკულტეტებისა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების ჩატარებას აგრძელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა გუშინ, მართლმსაჯულების სახლში, იურიდიული ფაკულტეტისა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გამართა საჯარო ლექცია თემაზე:“სასამართლოს მენეჯმენტი და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა“. როგორც მამუკა ახვლედიანმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საჯარო ლექციების მიზანს იურიდიული განათლების ხარისხის ზრდა წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. „ლექცია იმართება ზოგადად სასამართლოს მენეჯმენტზე და ელექტრონულ მართლმსაჯულებაზე. თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, რაც კი სასამართლოში არსებობს, ამის თაობაზე გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია. საჯაროობა და გამჭვირვალობა თვითონ სასამართლოსი, სად შეუძლიათ მოიძიონ გადაწყვეტილებები, როგორ შეუძლიათ გამოიყენონ და ძალიან ბევრ თანამედროვე ტექნოლოგიაზე იქნება საუბარი, რაც მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან შეუძლიათ ნებისმიერ თემაზე მოიძიონ გადაწყვეტილებები დაშტრიხული სახით.ძალიან ბევრი სიახლე იქნება, რაც მათ თავიანთი სწავლების პერიოდში გამოადგებათ“,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. საჯარო ლექციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სხელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები ესწრებოდნენ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის, ლაშა მაღრაძის, განმარტებით, საჯარო ლექციები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. მისივე განმარტებით, საჯარო ლექციის ტრანსლირება ონლაინ რეჟიმში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე www.hsoj.ge და Facebook გვერდზე ხორციელდება. „იუსტიციის უმაღლესი სკოლა ტრადიციულად აგრძელებს უფასო საჯარო ლექციების კურსს იურდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ლექციის მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების გაღრმავებას, საჯარო ლექციები ხორციელდება 11 წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2013 წელს გავაფორმეთ. იმისათვის, რომ მსურველთა ფართო წრემ შეძლოს საჯარო ლექციებისთვის თვალყურის დევნება , ხორციელდება ლექციის ონლაინ ტრანსლირება იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდის და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ სტუდენტებმა, ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, თვალყური ადევნოს და მოისმინოს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით ჩვენს სკოლაში გამართული საჯარო ლექცია. ყველაფერი ეს მთლიანობაში ხელს უწყობს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ზრდას და სტუდენტებს ეხმარება მათი შემდგომი პროფესიული განვითარების კუთხით“,-განაცხადა ლაშა მაღრაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)