01:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 16:04:06, 1790 ნახვა

კომენტარი
კახაბერ კუჭავა: სამწუხაროა, რომ გარემოს დაცვის საკითხები ისევ არაპრიორიტეტულად რჩება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავენ. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეა.

კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა  ბიუჯეტში გარემოს სექტორისთვის  გათვალისწინებული თანხის ოდენობით უკმაყოფილოა.

კუჭავას თქმით, სამწუხაროა, რომ გარემოს დაცვის საკითხები ისევ  არაპრიორიტეტულად რჩება:

"არის ბევრი საკითხი, რომელზეც, სამწუხაროდ, ვერ დაგეთანხმებით. პირველ რიგში, ყველაზე საწყენი ჩემთვის ისაა, რომ როდესაც ვხედავთ სხვადასხვა მიმართულებებით ზრდას და მე გეთანხმებით, კულტურა, სპორტი, განათლება და ბევრი სხვა სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მოხდეს იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ გარემოს დაცვის საკითხები ისევ რჩება არაპრიორიტეტულად. ასევე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ მოთხოვნილი 15 მლნ ლარი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მაღალია. პირიქით, მე რომ მკითხოთ ძალიან დაბალია, მაგრამ ვხვდებით, რა სიტუაციაცაა და არ შეიძლება იმ თანხების სრულად გამოყოფა, რაც ჩვენ ვთვლით, რომ გარემოს სექტორს შეიძლება სჭირდებოდეს, მაგრამ არის პრიორიტეტული საკითხები, რომელიც აუცილებელია ჩვენ დღესვე გავითვალისწინოთ, რომ  პრევენცია მოხდეს ისეთი სტიქიური უბედურებების, რომელიც ახლა გვქონდა ყველაზე ბოლოს",-აღნიშნა კახაბერ კუჭავამ.

კერძოდ, კუჭავას შეფასებით, სატყეო სააგენტოს კადრები ტყის დაცვის ეფექტურობის მიზნით, ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს, ასევე კუჭავას განმარტებით,  კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი გარემოზე ზედამხედველობის მიმართულებით, შესაბამისი სამსახურის კადრების ზრდის კუთხითაც.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 მლრდ 364 მლნ 500 ათასი ლარი იქნება. აქედან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის 43.0 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics