10:04 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 14:46:48, 1993 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე: უნდა ვეცადოთ, ყველამ ერთად გამოვასწოროთ კონსტიტუციაში არსებული ხარვეზები

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო დაფუძნებული იქნება, იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს კონსტიტუცია.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ მიღებულ დოკუმენტს ხარვეზები გააჩნია და ის "შესწორებას იმსახურებს".

"უნდა შევასწოროთ დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ხარვეზებს. უნდა ვეცადოთ, რომ ყველამ ერთად გამოვასწოროთ არსებული ხარვეზები. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვეტოსთან დაკავშირებით, დაფუძნებული იქნება, სწორედ ამ მოტივაციაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ის დოკუმენტი რომელიც იქნება ყველასი და რომელიც უნდა იყოს მთელი ერის, მთელი პოლიტიკური სპექტრის და არა მხოლოდ ერთი პარტიის", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტის სასახლეში 18:00 საათზე გიორგი მარგველაშვილი განცხადებას გააკეთებს. განცხადება სავარაუდოდ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს შეეხება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტები საბოლოო, მესამე  მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics