01:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 13:31:36, 2045 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ძალიან დიდი შრომის შედეგია

კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უპირველეს ყოვლისა გახლავთ ძალიან დიდი შრომის შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საპარლამენტო გუნდმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა.

„ჩატარდა დიდი სამუშაო იმისათვის, რომ კონსტიტუცია ყოფილიყო ისეთი, როგორადაც არის მიღებული. ეს სამუშაო იყო ერთი დიდი ჩართულობის მაგალითი. ძალიან ბევრი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა მმართველი გუნდის მხრიდან ვენეციის კომისიის მუშაობის პროცესში და კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ. ყველა შენიშვნა იყო გათვალისწინებული. ის ბოლო სამი ნაბიჯი, რომელიც არ არის მოთხოვნილი ვენეციის კომისიის მხრიდან, ჩვენ მაინც გადავდგით. საუბარი მაქვს ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევაზე, ბლოკების ჩამოყალიბებაზე და 2020 წლის არჩევნებზე ბონუსის სისტემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხს, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე „მარჩიელობა საჭირო არ არის“.

„არ ვიცით ვეტო იქნება თუ არა. ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ. ეს კონსტიტუცია იქნება დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდება დემოკრატიული სისტემა. დარწმუნებული ვარ, შემდეგი თაობები ამას აუცილებლად დააფასებენ. როდესაც ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, მმართველი გუნდის მხრიდან, მსგავსი რეფორმები არ ჩატარებულა, რაც ჩვენ გავაკეთეთ. არც ერთი ახალი ცვლილება არ ემსახურება მმართველი გუნდის ინტერესის განმტკიცებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics