14:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 12:58:00, 2239 ნახვა

მსოფლიო
ნობელის კომიტეტი დღეს მშვიდობის დარგში გამარჯვებულს დაასახელებს

დღეს ნობელის კომიტეტი მშვიდობის დარგში გამარჯვებულს დაასახელებს, - The Independent იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კანდიდატების სრული სია, როგორც ყოველთვის საიდუმლოს წარმოადგენს.

თუმცა, მედიის ცნობით, წელს პრემიაზე 318 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის 103 ორგანიზაცია.

ერთ-ერთი ვერსიით, მშვიდობის დარგში ნომინანტებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არიან. როგორც მედია წერს, ბევრისთვის ასეთი ნომინაცია საკმაოდ ირონიულია.

ფავორიტებს შორის ექსპერტები გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურ თანამეგობრობას, რუსული უფლებადაცვითი ცენტრ „მემორიალის“ დამფუძნებელს სვეტლანა განუშკინას და რუსულ გამოცემა „ნოვაია გაზეტას“, ასევე, საუდელ ბლოგერს რაიფ ბადავის და თურქული გაზეთის „Cumhuriyet“-ის ყოფილ მთავარ რედაქტორს ჯან დიუნდარს ასახელებენ.

აღსანიშნავია, რომ მშვიდობის დარგში ნობელის მიღება შეუძლიათ, პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს და სხვა დარგში ლაურეატებს.

გუშინ 2017 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს კაზუო იშიგუროს გადაეცა.

ცნობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია რომის პაპ ფრანცისკესაც აქვს მიღებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics