01:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 18:51:47, 1770 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: არანაირი კომპრომისის დაშვება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სირიის სახალხო საბჭოს დელეგაციის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების  საგარეო კურსი მტკიცეა და მიმართულია დასავლურ ოჯახში-ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.

მისივე მტკიცებით, არანაირი კომპრომისის დაშვება საქართველოს  ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება.

"აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, მინდა ცალსახად გავიმეორო ჩვენი გუნდის პოზიცია. ჩვენი საგარეო კურსი მტკიცეა და მიმართულია დასავლურ ოჯახში-ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ევროატლანტიკური ღირებულებები არის ის სივრცე, სადაც ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება. არანაირი კომპრომისების დაშვება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. აფხაზეთი არის დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფხაზი ძმები იმსახურებენ განვითარების შესაძლებლობებს, უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს. ამის ნაცვლად ოკუპანტის მხრიდან ვხედავთ მხოლოდ სამხედრო რიტორიკას და გვესმის მხოლოდ იარაღის ჟღარუნი. გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას და კონსოლიდაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და გავაგრძელებთ საქართველოს განვითარების პროცესს იმ მომენტამდე, ვიდრე არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა",- განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics