02:01 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 18:33:26, 2388 ნახვა

მსოფლიო
ჟერარ პიკემ და სერხიო რამოსმა კატალონიის ე.წ. რეფერენდუმის გამო იჩხუბეს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველებმა ჟერარ პიკემ და სერხიო რამოსმა, კატალონიის ე.წ. რეფერენდუმის გამო იჩხუბეს, - ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სერხიო რამოსი თანაგუნდელს კატალონიაში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს. რამოსმა აღნიშნა, რომ ნაკრებში პიკეს წევრობით, ნეგატიური სიტუაცია იქმნება. ფეხბურთელის განმარტების, ეს იმის გამო ხდება, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელი კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. 

მედიის ცნობით, მცველების ურთიერთობა არც მანამდე იყო სახარბიელო, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ის უფრო გაამძაფრა.

ამასთან, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებმა ეროვნული გუნდის ღია ვარჯიშზე ჟერარ პიკეს დაუსტვინეს. ისინი ფეხბურთელს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისგან ნაკრების დატოვებას მოითხოვდნენ. მათ ასევე, პლაკატები ჰქონდათ მიტანილი, წარწერით: პიკე "ბასტარდი ხარ, ესპანეთი შენი ქვეყანაა".

აღსანიშნავია, რომ თვითონ პიკეც არ გამორიცხავს ნაკრების დატოვებას და აცხადებს, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics