23:49 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 14:18:55, 400 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილს ლევან ყიფიანის და სპორტის კომიტეტის წევრების შერიგების მცდელობა ჰქონდა

ყოფილ პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის და სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის წევრების შერიგების მცდელობა ჰქონდა. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. 

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

ყოფილმა პრემიერმა ლევან ყიფიანი დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ მთავრობიდან მისი წასვლა განიცადა. 

„სპორტის ყოფილ მინისტრზე რამდენი ხანია დებატები მიმდინარეობს, რომ საკუთარ გუნდთან აქვს და ჰქონდა პრობლემები. მე პირადად ყიფიანი ძალიან მესიმპათიურება. ძალიანაც განვიცადე, არ დაგიმალავთ მქონდა მცდელობა მათი შერიგების. ეს არ მოხერხდა და პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და თავად მიიღო რაც მთავარია. პრემიერიც ესაუბრა, ეს გაცხადებულია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics