|
2017-10-03 12:41:35, 2536 ნახვა
მსოფლიო
კატალონიაში საყოველთაო ეროვნული გაფიცვა დაიწყო
კატალონიაში საყოველთაო ეროვნული გაფიცვა დაიწყო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გაფიცვის ორგანიზატორები პროფკავშირები არიან. მედიის ცნობით, გაფიცვის შედეგად რეგიონის მასშტაბით მეტროპოლიტენი, ავტობუსები და რკინიგზა მგზავრებს მხოლოდ პიკის საათებში მოემსახურება. გარდა ამისა, რამდენიმე ქალაქში აქცია მოეწყო. ათასობით ადამიანი პოლიციის შენობებთან მივიდა. მათ სამართალდამცველების ქმედებები, კვირას გამართულ ე.წ. რეფერენდუმზე გააპროტესტეს. როგორც მედია იტყობინება, გაფიცვის ფარგლებში მოსახლეობა, გზების დაბლოკვა დაიწყო. ამ დროისთვის, უკვე 12 გზაა დაბლოკილი. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)