|
2017-10-02 14:31:38, 1790 ნახვა
ეკონომიკა
2018 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროები მიიღებენ
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2018 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით 111.2 მილიონი ლარით იზრდება და 3 527.0 მილიონ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.5%) შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აქედან სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილია 2 463.2 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 982.8 მლნ ლარამდე; მათ შორის: მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 704.0 მლნ ლარი; იმუნიზაცია - 22.4 მლნ ლარი; C ჰეპატიტის მართვის პროგრამა - 16.0 მლნ ლარი; ინფექციური დაავადებების მართვა -10.5 მლნ ლარი; ტუბერკულოზის მართვა - 15.6 მლნ ლარამდე; აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა - 10.0 მლნ ლარზე მეტი, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 35.0 მლნ ლარი; ფსიქიკური ჯანმრთელობა - 21.0 მლნ ლარი; დიაბეტის მართვა - 13.0 მლნ ლარი; სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება - 39.0 მლნ ლარი; სოფლის ექიმი - 26.0 მლნ ლარი; რეფერალური მომსახურება - 22.3 მლნ ლარი; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 10.0 მლნ ლარი და სხვა. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 25.0 მილიონი ლარი. რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უწყებისთვის 1 830.0 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც 572.0 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. პროექტის თანახმად, გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 1 283.2 მლნ ლარი, მათ შორის განხორციელდება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) - 250.0 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 80.0 მლნ ლარი; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა 150.0 მლნ ლარი; ბათუმის ახალი შემოვლითი გზა - 70.0 მლნ ლარი; ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია -45.0 მლნ ლარი; ქ. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა - 30 მლნ ლარი; ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 30.0 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა - ზემო ოსიაური) 20.0 მლნ ლარი; ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 25 მლნ ლარი; სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 20.0 მლნ ლარი; სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა - 60.0 მლნ ლარი; მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა - 53.0 მლნ ლარი; თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი; ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია - 25.0 მლნ ლარი; თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი; მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 10.0 მლნ ლარი. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262.0 მლნ ლარი, მათ შორის: მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 60 მლნ ლარი; მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - 71.0 მლნ ლარი (თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია და ბათუმის ნაპირდაცვის და სანაპირო ზოლის მოწყობა); საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი - 45.0 მლნ ლარი; რეგიონალური განვითარების პროექტი (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) - ჯამში 43.7 მლნ ლარი. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 254.9 მლნ ლარზე მეტი, მათ შორის 2018 წელს განხორციელდება: ქუთაისის წყალარინების პროექტის ფარგლებში 368 კმ სიგრძის წყალარინების ქსელის და 30 სატუმბი სადგურის მოწყობა. ასევე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები - 12.0 მლნ ლარი, მათ შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება; ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა - 190.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია (მესტია, ანაკლია, ურეკი, ფოთი, ზუგდიდი, ჯვარი, ჭიათურა, გუდაური, ბაკურიანი, ბოლნისი, მარნეული), ასევე ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია და აბაშის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია; - წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი - 12.5 მლნ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროექტების განხორციელება კახეთის (თელავი-კურდღელაური, სიღნაღი, წნორი, საგარეჯო), შიდა ქართლის (დუშეთი), ქვემო ქართლის (ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ლიკანი-წაღვერი) რეგიონებში. - საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტი - 15.4 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარების, სატუმბი სადგურების და გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა/რეაბილიტაცია (ფოთი, ზუგდიდი, ურეკი, მარნეული, თელავი, წყალტუბო, მესტია, ანაკლია). განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 62.6 მლნ ლარით და გათვალისწინებულია 1 178.8 მლნ ლარამდე, მათ შორის: ზოგადი განათლების დასაფინანსებლად - 681.1 მლნ ლარამდე, მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 598.9 მლნ ლარი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 11.9 მლნ ლარამდე; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 12.8 მლნ ლარზე მეტი; მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 23.0 მლნ ლარამდე; საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 22.1 მლნ ლარი და სხვა; პროფესიული განათლების დასაფინანსებლად - 38.0 მლნ ლარამდე; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად - 135.1 მლნ ლარზე მეტი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 62.6 მლნ ლარი; საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 97.2 მლნ ლარზე მეტი; დონორების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიიმართება (მათ შორის ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს - გრანტი) 116.8 მლნ ლარამდე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)