|
2017-10-02 14:07:02, 1930 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებისთვის სასერტიფიკატო კურსი ჩატარდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მხარდაჭერით, ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა და განივითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის პირველი ეტაპი 2017 წლის 2 ოქტომბერს დაიწყება და 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რომელსაც 17 კომპანიის 22 წარმომადგენელი დაესწრება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კურსი ყველა საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის. მსმენელები გაეცნობიან ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები დაეთმობა საექსპორტო ლოგისტიკის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულებისთანავე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადასცემს სერტიფიკატს - „Certified Export Manager.“ ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)