10:08 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-01 17:59:06, 1283 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია "ახმეტობის" სახალხო ზეიმს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია  ''ახმეტობის'' სახალხო ზეიმს დაესწრო. 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ოფიციალურად ლევან იზორიამ კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გახსნა.

უწყების ცნობით, სახალხო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა დაეთვალიერებინათ. 
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია დღესასწაულზე საპრეზენტაციო კუთხით იყო წარმოდგენილი. 
სამხედრო სასწავლებლის იუნკერებმა საინფორმაციო სტენდი მოაწყვეს, სადაც მოქალაქეებს აკადემიის სასწავლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლაიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და ხელისუფლების სხვა წარმომადენლები.
სახალხო დღესასწაული ''ბიძინაობა'' ახმეტაში 1 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაული ბახტრიონის აჯანყების მეთაურის, ახმეტის მკვიდრის, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსოვნას ეძღვნება.
ბიინა ჩოლოყაშვილი კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო.
 აჯანყების შემდეგ შაჰმა ბიძინა ჩოლოყაშვილი , შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ბიძინა ჩოლოყაშვილი წამებით მოკლეს.


(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics