00:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 19:40:29, 1734 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ქვემო ქართლში უკვე 200-ზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ

„დღეისათვის, ქვემო ქართლში უკვე 200-ზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ. ეს არის 200-ზე მეტი დასაქმებული ოჯახი, რომელშიც სახელმწიფო პროგრამების შედეგად, კეთილდღეობა მივიდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„ჩვენს ამ მართლაც ულამაზეს, უმნიშვნელოვანეს, უმდიდრეს რეგიონს ერთად ვაშენებთ ჩვენ - ქართველები, ჩვენი აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეები. ეთნიკურად ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი რეგიონი გვაქვს ჩვენ და ყველანი ერთად ვაშენებთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, ამ ერთობისთვის, სულისკვეთებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღის მშენებლობისთვის.

თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის სწორ მიმართულებაზე დაყენება. „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, თითქმის ყველა სფეროში, დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომ განვითარდეს ეკონომიკა. ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობით უზრუნველყოფისთვის. ჩვენ გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში, სოფლის მეურნეობაში და ამ მიმართულებით არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა, რაც ვფიქრობთ, თანდათან აისახა და მომავალში კიდევ უფრო აისახება თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე.

დღეისათვის, ქვემო ქართლში უკვე 200-ზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ. ეს არის 200-ზე მეტი დასაქმებული ოჯახი, რომელშიც სახელმწიფო პროგრამების შედეგად, კეთილდღეობა მივიდა.

ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვემო ქართლში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა და დღეს, კომპანიები სხვადასხვა სფეროში, სწორედ ამ რეგიონში აწარმოებენ ხარისხიან, ადგილობრივ, კონკურენტუნარიან პროდუქციას. ასეთია მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია „ჰენკელი“, რომელმაც სამშენებლო მასალების წარმოებისთვის ჩვენს ქვეყანაში 5 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

მინდა, ეს კონკრეტული ფაქტები მოვიყვანო იმისთვის, რომ ეს არ იყოს უბრალოდ სტატისტიკა და ჩვენმა მოქალაქეებმა, მოსახლეობამ ზუსტად იცოდეს კონკრეტული მაგალითები, სად მოხდა განვითარება, ინვესტიცია და ადამიანების დასაქმება. ამიტომ მომყავს ეს ფაქტები.

სწორედ ქვემო ქართლშია კავკასიაში ხორცის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საწარმო, რომლის ინვესტიცია 6,5 მილიონი დოლარია. მილიონ 200 ათასი ევროს ინვესტიციაა ჩადებული ვაშლის სრულიად ახალი, ინტენსიური ბაღების გაშენებაში. ეს ინვესტიციები და კონკრეტულად, პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომლის მიხედვითაც, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, სახელმწიფო თანადაფინანსებით, სადაც გრანტის კომპონენტი ძალიან დიდია, გააშენონ ახალი ბაღები, თანდათან, მომავალი წლების განმავლობაში მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან შემოსავალს თითოეული ადამიანის ოჯახში, ვინც ამ მიმართულებით ინიციატივას გამოიჩენს და სახელმწიფო ყველას გვერდში დაუდგება.

სწორედ ქვემო ქართლშია საქართველოში ყველაზე მასშტაბური და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა. ეს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო პროექტია, რომლის იდეაზე მუშაობა ფონდმა რამდენიმე წლის წინ, სასათბურე მეურნეობის დარგში წამყვან ევროპულ კომპანიასთან ერთად დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განხორციელებული ინვესტიცია 21 მილიონი დოლარია. 

ეს, რა თქმა უნდა, არ არის სრული ჩამონათვალი. ჩვენ გვაქვს კიდევ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. კომპანია „სოკარმა“ განახორციელა შვიდი მილიონი დოლარის ინვესტიცია ახალ სამაცივრე მეურნეობაში მარნეულში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენმა ადგილობრივმა მეწარმეებმა შეინახონ ხილი თუ ბოსტნეული და გაყიდონ იმ სეზონზე, როდესაც ეს მათთვის ყველაზე მომგებიანია.

ყოველ ასეთ პროექტს შემოაქვს ახალი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, რაც თითოეული მოქალაქის მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება. სწორედ თქვენი კეთილდღეობაა ჩვენი მთავარი მიზანი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.

ქვემო ქართლს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი არაერთი მიმართულებით. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჩვენ ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი ასევე, გავეცით  მესაქონლეობისა და მეცხვარეობის განვითარებისთვის. ჯამში, ქვემო ქართლში, სახელმწიფოსგან 36 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ამ მიმართულებით; 2 მილიონ ლარზე მეტი გავეცით მებაღეობის განვითარებისთვის, „დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში. ამ პროგრამის შედეგები, რა თქმა უნდა, თანდათან უფრო ხელშესახები გახდება.

დავამტკიცეთ ორი პროექტი გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რისთვისაც 325 ათასი დოლარი გაიცა. ასევე, ორი პროექტი განხორციელდა შემნახველი საწარმოებისთვის, რისთვისაც 250 ათასი დოლარი და 500 ათას ლარზე მეტი რესურსი გაიცა. დღეისათვის, რეგიონში 19 ახალი საწარმო გაიხსნა და 131 არსებული საწარმო გადაირაღდა და გაფართოვდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics