12:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 17:18:38, 1455 ნახვა

რეგიონი
დაპირისპირება სოფელ კუმურდოში - ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

ახალქალაქის სოფელ კუმურდოში ადგილობრივ მოსახლეობასა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა JNEWS-ი იუწყება.

დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას მე-10 საუკუნის ტაძრის ეზოში შესვლა და ქვაჯვრების დადგმა სურდა. აღნიშნული ტაძარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იმყოფება კულტურის სამინისტროს ბალანსზე და მას დაცვის პოლიცია იცავს.

დაპირისპირების დროს დაცვის პოლიციამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ამის შემდეგ კი, ადგილზე სპეცრაზმის მისვლაც გახდა საჭირო. მისულ პოლიციელებს მოსახლეობამ ქვები დაუშინა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. კიდევ რამდენიმე ადამიანი შსს-მ დააკავა.

ინციდენტის ადგილას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც ჩავიდა. ის მოსახლეობას დახურულ კარს მიღმა ხვდება.

ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ 2 დაკავებულ მოქალაქეს გაათავისუფლებენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics