21:50 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 17:29:24, 2192 ნახვა

ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ „ემ პე დეველოპმენტმა“ ბათუმში სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall -ი გახსნა

ბათუმში  „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პე დეველოპმენტმა“ მორიგი სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall -ი გახსნა.

10,015 კვ.მ ფართობზე გაშენებული მიმზიდველი არქიტექტურისა და დიზაინის მქონე სავაჭრო ცენტრი საკუთარ სივრცეში 22 მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს.

 „ვისოლ ჯგუფმა“ Black Sea Mall -ის გახსნით ჯამურად 300-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა.

 „ემ პე დეველოპმენტი“ თბილისში უკვე რამოდენიმე სავაჭრო ცენტრს ფლობს და Black Sea Mall -ი კომერციული უძრავი  ქონების განვითარების მიმართულებით განხორციელებული მორიგი წარმატებული პროექტია.

Black Sea Mall -ის შექმნისთვის „ვისოლ ჯგუფმა“ სოლიდური ინვესტიცია განახორციელა.

სავაჭრო ცენტრის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ჩვენ უკვე ოთხ სავაჭრო ცენტრს ვფლობთ, სადაც ძირითადი არენდატორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - „კარფურია“. ჩვენ „კარფურთან“ ერთად საქართველოში კიდევ რამოდენიმე პროექტის განვითარებას ვგეგმავთ. ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ საერთშორისო და ადგილობრივ ბრენდს, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში განთავსდნენ.  ჩვენ ერთად კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ, რითაც მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში“, - განაცხადა ფხაკაძემ.

Black Sea Mall -ი ფრანგული ჰიპერმარკეტ „კარფურით“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდითა“ და „დანკინ დონატსით“, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ელიტ ელექტრონიქს“ „არაი თუმოროუ“, “ზუმერითა“ და „მობილუქსით“, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის თუ აქსესუარის მაღაზიებით „კონვერსი“, „ბატა“, „პარფოისი“, „ოვიეს ქიდსი“, „პენტი“,   სამკაულების და ბავშვის სათამაშოების მაღაზიებით „დელფოსი“, „ბაკარა“, „პეპელა“, პარფიუმერული მაღაზია „ივ როშე“, საქართველოს ბანკით, „ჯი პი სის“ აფთიაქით,  ტკბილეულობის ბუტიკ „ალიბაბა“, Dom Kofe, Magic Candy-თ ყოველდღიური საყიდლებისთვის, საოჯახო ნივთების კომფორტულ გარემოში შეძენისა და გართობა-დასვენებისთვის უაღრესად მომხიბვლელი სივრცეა.

(NS)

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics