12:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 12:23:53, 2092 ნახვა

სამართალი
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულები - ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი დამნაშავედ სცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულებს  19 - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის დამნაშავედ სცნო ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად  უტყუარად დადასტურდა, რომ  ბესარიონ ხარძიანის  განზრახ მკვლელობის  მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის  ყალბი პასპორტის გამოყენებით, ოლეგ დოევთან ერთად ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მათ ხანგრძლივი ვადით იქირავეს ქ.თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ბინა,  შეიძინეს სპეციალურად შერჩეული „ჰონდას" მარკის მოპედი (სკუტერი),  ჩაფხუტი,  კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ კონსპირაციულად და სისტემატიურად აკონტროლებდნენ ბესარიონ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად.

2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი ფარულად უთვალთვალებდა, მივიდა ქ.თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფარიდ გურბანოვი მას შეჰყვა სადარბაზოში და „მაკაროვის" სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო თავის არეში. იმავე დღეს,  ფარიდ გურბანოვმა  და ოლეგ დოევმა  სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, დატოვეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

საქმის სასამართლო განხილვისას  დაკითხულ იქნა სახელმწიფო ბრალდების 50-მდე მოწმე, გამოკვლეული იქნა 9 ტომად წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები და ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ  ფარიდ გურბანოვმა და ოლეგ დოევმა ჩაიდინეს ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული - მკვლელობა, ხოლო  ფარიდ გურბანოვმა, თავის მხრივ, ასევე, ჩაიდინა საზოგადოებრივი უშიშროების, წესრიგისა და მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულები.

ფარიდ გურბანოვს ბრალად წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა შეკვეთით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის  სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის  პირველი და მეორე ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 344-ე მუხლის პირველი  ნაწილით და  362-ე მუხლის პირველი ნაწილით,  ხოლო  ოლეგ დოევს -    შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.

სასამართლომ სრულად  გაიზიარა პროკურატურის პოზიცია როგორც კვალიფიკაციის, ასევე  სასჯელის ნაწილში და საბოლოოდ ბრალდებულებს ფარიდ გურბანოვს და ოლეგ დოევს 19 - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი იმყოფებიან მიმალვაში და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics