|
2015-04-29 19:54:42, 1784 ნახვა
სამხედრო
30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა
30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. წელს ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. დილიდან თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართავენ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. გაიმართება წარმატებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალიც. ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მართვის ცენტრში გადაინაცვლებს. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ვიდეო კონფერენციის საშუალებით საიუბილეო თარიღს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებსა და საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცავენ. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სამინისტროდან სოფელ შინდისში გაემგზავრებიან. მემორიალთან მათ დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები დახვდებიან. მემორიალის გარშემო 17 ერთეული კვიპაროსი დაირგვება, მიმდებარე ტერიტორია კი სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება. საზეიმო ღონისძიებებს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი დაასრულებს. თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მომღერალი მარიკო ებრალიძე, პიანისტი თათია შარანგია და ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ქართველები“. კონცერტის შემდეგ საზეიმო მიღება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორუპუსის, ჯარის მეგობართა საზოგადოების და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართება. ქართველ სამხედროებს დღესასწაულს ოჯახის წევრები მიულოცავენ, გამოფენილ სამხედრო ტექნიკას დაათვალიერებენ და სამუშაო გარემოს გაეცნობიან. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)