|
2017-09-27 11:09:08, 1982 ნახვა
ეკონომიკა
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: აეროპორტი არის თბილისის ახალი სახე და გახსნილი კარი მსოფლიოში
,,ეს არის თბილისის ახალი სახე და თბილისის გახსნილი კარი მსოფლიოში“, - ამის შესახებ თურქეთის ტრასპორტის მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას აჰმედ არსლანმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველოში თურქული ინვესტიციები გაიზარდა, რაც დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში. ,,მინდა გადმოგცეთ ჩვენი პრეზიდენტის და პრემიერის მოლოცვა ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელების გამო. ეს და მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ზრდის. TAV თურქული ბრენდი და თურქეთის სახეა, მის მიერ განხორციელდა 60 მილიონიანი ინვესტიცია და აშენდა თბილისის აეროპორტი, რაც არის თბილისის სახე და მინდა მივულოცო TAV-ს ეს გამარჯვება. 2005 წელს სამი რეისი სრულდებოდა თბილისსა და სტამბულს შორის და ეხლა 47 რეისს მიაღწია, რაც კარგი მაჩვენებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა აჰმედ არსლანმა. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ბოლო ორ წელიწადში ორჯერ მოეწყო შეხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ,,ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისში შეხვედრის დროს სარფში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო დადგა დღის წესრიგში მურათ ლი მარადიდის ალტერნატიული სასაზღვრო კარების გახსნის საკითხი. ეს სასაზღვრო კარები აჩვენებს იმას, თუ რამდენად დიდი სავაჭრო პოტენციალია ჩვენს ქვეყნებს შორის. თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიციების განმახორციელებელი ქვეყანა. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც კასპიური ნავთობის და ენერგომატარებელების გამტარი ქვეყანა, ასევე სატრანზიტო ქვეყანა, საავტომობილო სატრანზიტო დერეფანი. ეს განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ ძალიან ბევრ საკითხში. 2011 წელს ხელმოწერილი ოქმის შედეგად ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ მეორე ქვეყანაში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რაც ყოველდღიურად უფრო აღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს“, - განაცხადა აჰმედ არსლანმა.
(NS)
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)