23:21 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 18:25:39, 2211 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის ოფიციალურ გახსნას დაესწრო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. ახალი ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, თბილისის აეროპორტი წელიწადში 4 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

ახალი მოფრენის ტერმინალი ოფიციალურად გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეტ არსლანმა. გახსნის ცერემონიალს ასევე დაესწნენ „ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტი სანი შენერი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები „ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა, და მოწვეული სტუმრები.

ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ტერმინალის მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ახალი ობიექტის ფართობია 12 000 კვ2. ტერმინალის მშენებლობაზე „ტავ ჯორჯიამ" 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ახალ მოფრენის ტერმინალს აქვს ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ორ თვითმფირნავს ერთდროულად ემსახურება. ასევე ახალ ტერმინალში არის 4 Bus gate. შდეგად, ჯამში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს 5 ჩასხდომის ხიდი და 6 Bus Gate. ტერმინალს აქვს 5 ახალი თვითმფრინავის სადგომი, 5 ბარგის კარუსელი და 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics