05:10 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 12:37:43, 3290 ნახვა

კულტურა
თბილისში ცნობილი იაპონელი პიანისტის კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება

SOLO და კომპანია „ალექს პრომოუშენი“ წარმოგიდგენთ იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის  − კეიკო მაცუის  LIVE კონცერტს თბილისში. 

კონცერტი 8 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) გაიმართება.

„ნიუ ეიჯისა“ და „ჯაზის“ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი სპეციალურად ქართველი მაყურებლის წინაშე ყველასათვის ცნობილი ჰიტებით წარსდგება.

„ბილეთების გაყიდვა SOLO მომხმარებლებისთვის  დილის 10:00 საათიდან დაიწყება.  29-30 სექტემბერს ბილეთების ყიდვის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ SOLO მომხმარებლებს, ხოლო პირველ ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან ბილეთების შეძენა შეეძლება ნებისმიერ მსურველს“,-განაცხადა SOLO LIFE Style-ის ხელმძღვანელმა ეკა დუჩიძემ.

კონცერტში მონაწილეობას  მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლიდინ ურინბაევის ხელძღვანელობით.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა 29-30 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე დაიწყება, ვებგვერდზე - www.tkt.ge  და ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის.

1-ელ ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს. ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება. ხოლო ის ვინც არ არის  SOLO- ბილეთს 60 ლარიდან შეიძენს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics