11:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 10:42:38, 709 ნახვა

რეგიონი
ბორჯომის ტყეში ხანძრის სრულად ლიკვიდაციის მიზნით ცეცხლის კერების დამუშავება გრძელდება

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც "ექქსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისთვის, ადგილზე ხანძრის ღია კერები და დაკვამლიანება არ შეინიშნება.

საგანგებო შტაბმა დღეს საღამოს გამართულ თათბირზე, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, ეფექტური გეგმა შეიმუშავა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ სირაძესთან და საგანგებო შტაბის სხვა წევრებთან ერთად, ადგილზე რჩება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობს.

შსს-ს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ათეულობით მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ ცეცხლის ქრობის სამუშაოებს. მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი.

გუშინ, დღის განმავლობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო საქართველოს 1, თურქეთის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. დღეს, საჰაერო ტექნიკამ 157 აფრენა განახორციელა და ხანძრის კერებს 345 ტონა წყალი დაასხა.

დღეს დილიდან, ხანძრის ადგილზე მომუშავე ცოცხალ ძალას შეუერთდა საჰაერო ტექნიკა, რომელიც ნახანძრალ ტერიტორიას, პრევენციის მიზნით, წყლის ჭავლით კიდევ ერთხელ დაამუშავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics