23:48 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 15:43:09, 398 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ 2 ახალ მინისტრს წარადგენს

პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ მინისტრებს მხოლოდ იმ უწყებებში დანიშნავს, რომელთა ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს. 

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს ღარიბაშვილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიტიკური გუნდი, ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით, ერთიანია.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადებისთანავე, მთავრობის პირველსავე სხდომაზე გავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის და პროკურატურის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რათა პროცესი არ შეფერხდეს.

ღრიბაშვილმა  მოსახლეობას და პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ლევან ყიფიანს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება სპორტის განვითარებისთვის გამოსაყენებელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics