|
2017-09-25 13:41:38, 2496 ნახვა
სხვადასხვა
რეიდერული შეთანხმება, ეკონიმიკაში რუსები მოდიან - რომან ფიფია აზოტის ქარხნის გასხვისებაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს
რუსთავის აზოტის ქარხნის ყოფილი მფლობელი რომან ფიფია ქარხნის რუს ინვესტორებზე გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს რომ თუ ეს სიმართლეს შეესაბამება მაშინ გარიგება უკანონო იქნება. კითხვაზე რა სახის ინფორმაციას ფლობს გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ რომ საქართველოს ბანკსა და რუსს ინვესტორებს შორის ქარხნის გადაფორმების პროცესი უკვე მიმდინარეობს? _ რომან ფიფიამ განაცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით, საქართველოს და ლუქსემბურგის იურისდიქციებში სასამართლო დავები მიმდინარეობს და ქარხნის გასხვისების შესახებ, საქართველოს ბანკის მიერ გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება კანონიერი ვერ იქნება. „ამ ეტაპზე მე ვაწარმოებ დავას ლუქსემბურგში რუსული კომპანია “SISTEMA” და ლუქსემბურგში მის შვილობილ კომერციულ ბანკ “EAST WEST UNITED BANK”-ის წინააღმდეგ. “SISTEMA”-მ კორპორატიული რეიდერობით სცადა რუსთავის აზოტის ხელში ჩაგდება და ხელოვნურად ჩაშლა უპრეცენდენტო მასშტაბის EBRD-ს ფინანსირება, რაც მოიცავდა არსებული სესხების რეფინანსირებას და რუსთავის აზოტის საწარმოო სიმძლავრეების გაორმაგებას. ამ პროექტით რუსთავის აზოტის საექსპორტო პოტენციალი იზრდებოდა ორჯერ და რუსთავში დამატებით იქმნებოდა 300 სამუშაო ადგილი. ამ გარემოების გათვალისწინებით ინფორმაცია იმის შესახებ რომ რუსთვის აზოტი დღეს იყიდება არ მგონია რომ სიმართლეს შეესაბამოდეს, ვინაიდან არცერთი ინვესტორი არ შეიძენს აქტივს რომელიც არის მრავალმხრივი დავის საგანი. ხოლო თუ ეს სიმართლეა, მაშინ ჩემი აზრით საქმე გვაქვს უკანონო გარიგებასთან“-აღნიშნავს რომან ფიფია ფიფიას განმარტებით, საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია „SISTEMA” - სა და BGEO -ს შორის არსებული დავა. დავის საგანი, ს.ს. “საქართველოს ბანკის” ინიციატივით მოწყობილი აუქციონის შედეგებია , რომლის მიხედვით რუსთვის აზოტის ქარხნის აქტივები შეიძინა გაურკვეველი წარმომავლობის კომპანია ს.ს. “EU Investments”-მა, რომელმაც დაახლოვებით 100 მილიონი დოლარის ფინანსირება მიიღო ს.ს. “საქართველოს ბანკი”-ს ძირითად აქციონერისაგან “ BGEO GROUP”-საგან. „მე ასევე განვიხილავ დავის დაწყებას სხვა იურისდიქციებში და არ გამოვრიცხავ რომ დავაში ჩაერთვებიან, ამ უდიდესი მაქინაციის სხვა, ახალი ფიგურანტები. საგენტოს კთხვაზე ასეთ რეზონანსულ საქმეზე, რატომ აქამდე არ გააკეთა მან განცხადება?, _ ფიფიამ განმარტა, რომ მან სასამრთლოს გზით ბრძოლა აირჩია და თავის სიმართლეს სასამრთლოში დაამტკიცებს „მე ჩემი სიმართლე სასამართლოში უნდა დავამტკიცო რაშიც დარწმუნებული ვარ. დროდა დრო სასამართლო პროცესების მიმდინარეობის და შედეგებიდან გამომდინარე საზოგადოებას ამომწურავ პასუხებს მივაწვდი“, - აცხადებს რომან ფიფია აზოტის ქარხნის საქმეში ჩართული პირების განმარტებით, საქართველოს უმსხვილესი ქიმიური საწარმო აზოტის ქარხანა ერთი წლის წინ EBRD 155 მილიონი დოლარით დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. EBRD-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის პირველი პირების დადებითი შეფასებები მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზოტის ქარხნის დაფინანსება, საერთაშორისო საფინანსო სექტორის ჩართულობის ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელად შეაფასა. პროექტის ფარგლებში რუსთავის აზოტის ქარხნის სრული მოდერნიზაცია და შავი ზღვის სანაპიროზე ამიაკის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენება იგეგმებოდა. დაფინანსების შესახებ შეთანხმებას 2016 წლის 20 ივლისს მოეწერა ხელი.
(NS)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)