|
2017-09-25 11:42:45, 1132 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია კანადაში „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე ქართველ სამხედროებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით ტორონტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება. უწყების ინფორმაციით, ლევან იზორია დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ქართველი სამხედროების საგულშემატკივროდ „Air Canada Centre“-ში „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო. სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული თავდაცვის სამინისტროს გუნდი „ძლიერთა თამაშებში" (Invictus Games) სპორტის 6 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობენ. პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში. თამაშებში მონაწილე ქართველი სამხედროებისა და ტორონტოში თავდაცვის მინისტრის ვიზიტის აღსანიშნავად, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ელჩის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრი Invictus Games-ის მონაწილე დაჭრილ ქართველ სამხედროებს გაესაუბრა და საერთაშორისო ასპარეზობაში წარმატებები უსურვა. მიღებას თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებისა და Invictus Game-ში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად სამხედროების ოჯახის წევრები, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კანადური კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები და კანადაში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ. მიღების ფარგლებში საელჩოს მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენაც მოეწყო, რომელიც საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობას მიეძღვნა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)