20:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 14:36:49, 310 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშილი: ჩვენს მიერ კონსტიტუციაში დაბრუნებული დემოკრატიის მექანიზმი ამუშავდება, რაც ძალიან კარგია

„ჩვენს მიერ კონსტიტუციაში დაბრუნებული  დემოკრატიის მექანიზიმი ამ დღეებში კიდევ ერთხელ ამუშავდება და ეს ძალიან კარგია“,-ამის შესახებ პარლემტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხდა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა 1/3-მდე მინისტრები თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული ცვლილებები კონსტიტიციაში იმისათვის მიიღო, რომ პარლამენტის როლი ამ პროცესში სათანადო ყოფილიყო.

„პრემიერ-მინისტრს  აქვს ორ კვირიანი ვადა, იმისთვის რომ შეარჩიოს ვაკანტურ თანამდებობებზე  ახალი მინისტრები, შემდგომ მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად , იმ განახლებულ შემადგენლობას და  განახლება ითვლება მას შემდეგ რაც, ახალი  მინისტრები დაინიშნებიან  თანამდებობებზე, უკვე პრეზიდენტი წარმოუდგენს პარლამენტს  და მერე პარლამენტს აქვს 7 დღიანი  ვადა ამ საკითხზე  ჩამოსაყალიბებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.  მოგეხსენებათ ეს ჩვენს მიერ  კონსტიტუციაში   შეტანილი ცვლილების შედეგად არის  ეს ვალდებულება, თორემ კონსტიტუცია მანამდე ითვალისწინებდა იმას, რომ  მინისტრები დაუსრულებლად შეიძლებოდა შეცვლილიყო  და პარლამენტს არაფერი  აღარ ეკითხებოდა,  აი იმ პირველი  ნდობის გაცემის შემდეგ. ჩვენ 2 წლის წინ მივიღეთ ეს ცვლილებები კონსტიტუაციში, რათა  პარლამენტის როლი  ამ პროცესში იყოს სათანადო  და პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა  ერთ მესამედამდე რაოდენობის მინისტრები  თავის შეხედეულებისამებრ შეცვალოს, საჭიროა უკვე პარლამენტის  ჩართულობაც. ასე რომ  ჩვენს მიერ კონსტიტუციაში დაბრუნებული  დემოკრატიის მექანიზიმი  ამ დღეებში კიდევ ერთხელ დამუშავდება და  ეს არის ძალიან კარგი“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics