23:48 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 14:31:52, 400 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს ანკი ბრუკერს-კნოლს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს არსებულ ურთიერთობასა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდების სამეფოს სენატი უახლოეს მომავალში მოახდენს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას და აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატის მიერ.

საუბარი ასევე შეეხო მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტს და საქართველოს მოლოდინს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამიტზე სათანადოდ შეფასდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი.

შეხვედრისას განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება და რუსეთის პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპული მშვიდობა და უსაფრთხოება წარმოუდგენელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის გარეშე.

ნიდერლანდების საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დავით პატარაია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში კონსტანტინე სურგულაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics