20:25 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 14:19:39, 420 ნახვა

პოლიტიკა
რაგბის კავშირის პრეზიდენტი: ეჭვი მეპარება, რომ ყიფიანმა თანამდებობა დეპუტატების განცხადებების გამო დატოვა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძეს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის,   იმ ვერსიის არ სჯერა, რაც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

როგორც  ნიჟარაძემ "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა, არ ჰგონია, ლევან ყიფიანი თანამდებობიდან დეპუტატების განცხადებების გამო წასულიყო.

"მე არვიცი რის გამო დატოვა ლევან ყიფიანმა  თანამდებობა,  ძალიან ეჭვი მეპარება,  რომ დეპუტატების განცხადებების გამო დატოვა.ალბათ სხვა მიზეზია. არ მაქვს ინფორმაცია. ის, რომ ჩვენ პორაქტიკულად ყველა ფედერაციამ ნოლიდან უნდა დვიწყოთ მუშაობა, ნოლიდან შეთანხმებები, ყველას ჩვენ ჩვენი პროექტები გვაქვს,  უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებები გვაქვს, ასეთი რამე ანგრევს სპორტს",-განაცხადა გია ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტი დღეს დატოვა. ამის მიზეზად მან, სპორტისა და ახალგაზრდული  კომიტეტის წევრების მიერ  მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics