14:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 15:15:09, 2332 ნახვა

კომენტარი
ემინ მილი: აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ“, - ამის შესახებ დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედია ორგანიზაციის Meydan.TV-ის თანადამფუძნებელმა ემინ მილიმ "ამერიკის ხმას" განუცხადა.

როგორც მილიმ აღნიშნა, თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის შემთხვევა არ არის ერთადერთი რომელმაც აზერბაიჯანული ხელისუფლების გავლენა აჩვენა. 

„ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის იმის დანახვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემორჩილა დიქტატურისა და კრიმინალური რეჟიმის სურვილს და შესაძლებელი გახადა საქართველოს ტერიტორიიდან ჟურნალისტის მოტაცება და მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემა. მან ბაქოში, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ის სწორედ ქართველმა სამართალდამცავებმა, ოფიციალურ ფორმაში ჩაცმულმა პირებმა სცემეს, ჩასვეს მანქანაში და საზღვრისკენ წაიყვანეს. ჩვენთვის ქართული მხარის ჩართულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანული და ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობის გარეშე ასეთი რამ ვერ მოხდებოდა“, - განაცხადა მილიმ.

მილის თქმით, ეს საქართველოში დევნისა და თვალთვალის ერთადერთი შემთხვევა არ იყო, რომლის შესახებაც მათი ჟურნალისტები ან კონტრიბუტორები წუხდნენ.

„ჩვენ ამ ინციდენტამდეც ვიღებდით ბევრ სიგნალს საქართველოს მთავრობისგან იმისა, რომ „არასასურველები ვიყავით და რომ ჩვენგან გონივრული იქნებოდა, დაგვეტოვებინა ქვეყანა“, - აღნიშნა მილიმ.

მან მაგალითად ერთ-ერთი რედაქტორი გიულენ მევლუდზე მოიყვანა, რომელმაც მისი თქმით, საქართველო იმიტომ დატოვა, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, რომ მასაც, სხვების მსგავსად, უთვალთვალებდნენ: „მათი ყველა მიმართვა კი პოლიციისადმი, რომ გაერკვიათ ვინ და რატომ უთვალთვალებდათ, უშედეგო იყო“.

ემინ მილი ამბობს, რომ მუხთარლის საქმემ საქართველოს რეპუტაცია დააზიანა და სწორედ ამ საფრთხეების გამო, ის არ დათანხმდა „ატლანტიკური საბჭოს“ მოწვევას, რომ ოქტომბერში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა.

„მე ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა არ გადამცემს აზერბაიჯანს და მერე თავს ისე არ მოაჩვენებს, თითქოს არაფერ შუაში არიან. ის, რომ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებული ყველა ვიდეოჩანაწერი წაშლილი აღმოჩნდა, ის, რომ ეს თბილისის ცენტრში მოხდა და ა.შ. მიუთითებს მხოლოდ ამ საქმეში ჩართული ადამიანების გავლენაზე და რომ ამის შესახებ უნდა სცოდნოდა სულ მცირე შინაგან საქმეთა მინისტრსა და უსაფრთხოების სამსახურს. პოლიტიკურ დონეზე კი ამის შესახებ პრემიერ-მინისტრსაც უნდა ჰქონოდა ინფორმაცია“, - ამბობს მილი ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ის ბაქოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, საიდანაც ადვოკატს დაურეკა. მას აზერბაიჯანულმა სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც ცოტა ხნის წინ კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა. მას ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და კონტრაბანდის, 10 000 ევროს გადატანის მცდელობაში ედება. 

ცნობისთვის, 19 ივლისს აფგან მუხთარლის ადვოკატებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.  მუხთარლის ადვოკატების თქმით, საქმეს „აფგან მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ -ამ საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიანიჭა სტატუსი ”პრიორიტეტული” და რაც ნიშნავს, რომ ევროსასამართლოში საქმე დაჩქარებული წესით განიხილება. 20 სექტემბერს ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების კომიტეტმა მიიღო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი გმობენ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების, აზერბაიჯანში გადაყვანისა და იქ დაპატიმრების ფაქტს. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ეფექტური გამოძიების განხორციელებისაკენ მოუწოდებს და ასევე აღნიშნავს, რომ მხედველობაში იღებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც მათ შორის შსს-ს საკვანძო ფიგურების თანამდებობიდან მოხსნას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics