20:25 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 13:02:56, 402 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ყიფიანი სპორტის კომიტეტის წევრებზე: ამ ადამიანებმა სინდისსა და ნამუსს გადააბიჯეს

საქართვლოს სპორტისა და ახალგაზრდობის უკვე ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გადადგომის მიზეზები განმარტა.

ყიფიანი მას ბოლო პერიოდში  სპორტის კომიტეტის წევრების მიერ მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდბებსა და კრიტიკას უკავშირებს.

ყიფიანის განცხადებით, ამ ადამიანებმა  ზღვარს გადააბიჯეს. ლევან ყიფიანი სპორტის კომიტეტის წევრებს მიმართავს, პირადი ინტერესები გვერდზე გადადონ და პროვოკაციებზე სახელმიწფოს სახელით არ წავიდნენ.

"ბევრი დანაპირები, რომელიც განვაცხადეთ,  ჩვენ შევასრულეთ. მაგრამ ის, რაც ხდებოდა ბოლო  რამოდენიმე თვის განმავლობაში, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს.მე მივმართავ, ნუ წავლენ პროვოკაციაზე სახელმწიფოს სახელით, გადადონ ყველაეფრი გვერდზე და ქართველ ხალხს მისცენ ის, რასაც დაპირდნენ. ეს არის ჩემი გადადგომის მიზეზი, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს, არ გადავიდეს იმ ზღვარს, რომელიც, მე ვფიქრობ, უკვე გადასულია.ვრცელ წერილში მივმართავ პრემიერს,  იქ ყველა კითხვაზეა გაცემული პასუხი, ყველა იმ ადამიანზე, ვინც ეს შეკითხვები დასვა,  ყველა ის ტყუილი, რომელიც იქნა ჩემთნა მიმართებაში გაჟღერებული და  ჩემი გუნდის წევრებისა და  ამინისტროს წინააღმდეგ.  არმინდა  გავხდე რაღაც სპეკულაციის ნაწილი და შესაბამისად, ვტოვებ ჩემს თანამდებობას. იმედია, საზოგადოება სწორად გაიგებს ამ გადაწყვეტილებას",-განაცხადა ლევან ყიფიანმა.

მისივე განმარტებით, საქმიანობას სპორტის სფეროში გააგრძელებს. ყიფიანი არ გამორიცხავს, ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებისთვის მოემზადოს.

"მე სპორტში ვარ და სპორტში ვიქნები და  ყველა დასმულ მწვავე კითხვაზე მზად ვარ, პასუხი გავცე. პასუხი გავეცი კიდევაც. გავაგრძლეებ იმ მოღვაწეობას, რა მოღვაწეობითაც აქამდე მოვედი. სუფთა რეპუტაციით, სუფთა ხელებით, გახსნილი გულით და ერთიანი ძალისხმებით. მინდა,  დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს. ვთხოვ პრემიერს და იმ ახალ მინისტრს, რომელიც მოვა სამინისტროში, რომ შეინარჩუნოს ის კურსი, რომელიც  დაისახა მიზნად სამინისტრომ ამ მოკლე ხანში და არაფრის დიდებით ნუ იქნება უკან დაბრუნების მცდელობა. ამიტომ, მე ვაფრთხილებ ყველას,  ნუ დაბრუნდებით უკან,  რაზეც ჩვენ უარი ვთქვით რამოდენიმე წლის წინ. მე არსად არ მივდივარ, სპორტულ მუშაობას  ვაგრძელებ, შეიძლება ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებისთვის მოვემზადო",-განაცხადა ლევან ყიფიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics