2017-09-20 14:49:22, 2929 ნახვა
სამართალი
რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სოფელ ხოტევში ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. შემთხვევის შედეგად ტრაილერში მყოფი სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ,