|
2017-09-18 16:28:51, 2346 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: 2017 წლის II კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ მას-მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკური დინამიკის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,2017 წლის II კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა, ნაცვლად 4.0 პროცენტისა, რომელიც ყოვლთვიური შეფასებების საფუძველზე იქნა გაანგარიშებული.შესაბამისად, დაზუსტდა შესაბამისად, 2017 წლის პირველ ნახევრის ეკონომიკური ზრდა, რამაც შეადგინა 4.9 პროცენტი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, 2017 წლის II კვარტლისმონაცემებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა: ზრდა 16,4%; სასტუმროებიდარესტორნები: ზრდა 12,9%; ტრანსპორტი: ზრდა 7,0%; ვაჭრობა: ზრდა 3,7%; ოპერაციებიუძრავიქონებით: ზრდა 7,2%; საფინანსოსაქმიანობა: ზრდა 6,4%. ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ბოლო წლებში, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი უჭირავს კერძო სექტორს, რაც განსაკუთრებით გამოკვეთილია 2017 წელს. მისი თქმით, პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ხელფასების ზრდაში. კერძოდ, 2017 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 10 პრცენტით გაიზარდა. ხელფასების ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდა:სამშენებლო სექტორში - 38,6%;სოფლის მეურნეობაში - 27,9%;საფინანსო საქმიანობაში - 20%;სასტუმრო-სარესტორნო სექტორში - 14,9%;მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის სფეროში - 11,6%. „მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულ ზრდაში წარმმართველი კვლავ კერძო სექტორია. კერძოდ სესაშემოსავლო დეკლარაციების ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ პირველ 7 თვეში მთლიანი სახელფასო ხარჯი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8,7%-ით გაიზარდა. აქედან სახელმწიფო სექტორში სახელფასო ხარჯი 0,6%-ით შემცირდა, ხოლო კერძო სექტორში 12%-ით გაიზარდა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი განცხადებით, 2017 წლისპირველ ნახევარში კვარტალშიბიზნესსექტორისბრუნვა, წინაწელთანშედარებით 18%-ით, ხოლოსაწარმოთამიერგამოშვებულიპროდუქციისღირებულება18%-ითარისგაზრდილი. ამავე პერიოდში ბიზნეს სექტორმა 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. 2017 წლის იანვარ - აგვისტოში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28.5%-ით. გარდა ამისა, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამაც, რაც მომსახურების ექსპორტს წარმოადგენს. იანვარ-აგვისტოში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 29.1%-ით გაიზარდა და 1,859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შემდგომი წლების განმავლობაშიც,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.
(NS)
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)