|
2015-04-28 18:11:01, 324 ნახვა
პოლიტიკა
ელგუჯა ხოკრიშვილი საჭიროების შემთხვევაში მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების პრობლემას ვერ ხედავს
„ვერ ვხედავ პრობლემას, რომ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადოს, რადგან ქვეყანაში ბევრი კვალიფიციური კადრია, რომლებიც სამინისტროს გაუძღვებიან“,– ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილმა მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერის მიერ პარლამენტისთვის მთავრობის ხელახლა შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. „ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, თუ დადგება ეს საკითხიც, პრემიერს აქვს ამის სრული ლეგიტიმაცია. მისი პრეროგატივაა მინისტრთა კაბინეტის წევრების შერჩევა და ასევე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ პარლამენტმა შესაბამისი ნდობა არ გამოუცხადოს, რათა ჩვენს ქვეყანაში მოიძებნება ბევრი კვალიფიციური კადრი, რომლებიც გაუძღვებიან თითოეულ სამინისტროს“, – აღნიშნა ხოკრიშვილმა. ამასთან, ხოკრიშვილის თქმით, სანამ ის გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებდა მან პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შესაბამისი კონსულტაციები გაიარა. ყოფილი მინისტრის შეფასებით, უწყებაში ძლიერი გუნდი რჩება, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში სწორ პოლიტიკას გააგრძელებს. „მიზეზი, რომელიც ჩემს განცხადებაში მოყვანილია, სრულად შეესაბამება სიმართლეს. ჩემს ოჯახთან ვბრუნდები, ეს არის გადამწყვეტი მიზეზი. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ–მინისტრს, რომელმაც ჩემი პოზიცია გაიზიარა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის, ვუსურვო წარმატება. მე მინდა გითხრათ, რომ სამინისტროში საკმაოდ ძლიერი გუნდი რჩება, რომელიც გააგრძელებს სწორ პოლიტიკას გარემოს დაცვის სფეროში. კონსულტაციები მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან და 2 დღის უკან უბრალოდ შევჯერდით. მან ჩემი პოზიცია გაიზიარა, რისთვისაც დიდ მადლობას გადავუხდი მას“, – აღნიშნა ხოკრიშვილმა. ცნობისთვის, ელგუჯა ხოკრიშვილმა დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტი დღეს დატოვა. აქვე, კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტს მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება მოუწევს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)