10:24 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 10:45:59, 2199 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: სახელმწიფოში თქვენ ვერ ნახავთ მიმართულებას, რომელიც მსოფლიო ბანკის მხრიდან არაა მხარდაჭერილი

სახელმწიფოში თქვენ ვერ ნახავთ მიმართულებას,  რომელიც მსოფლიო ბანკის მხრიდან არაა მხარდაჭერილი, არაა ჩადებული ბანკის ინტელექტუალური ცოდნა და გამოცდილება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  
მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით  გამოსვლისას. მან იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა მსოფლიო ბანკთან მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.
 
„მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მსგავსად, მეც დარწმუნებული ვარ, შემდეგი 25 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იმდენად განვითარდება, რომ გადავა მაღალშემოსვლიანი ქვეყნების სიაში, მანამდე, ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას შემდგომი 4 წლის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ბევრ დასახულ მიზანს მივაღწევთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
 
ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.
 
ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო ტრამპმა ნორვეგია „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics