|
2017-09-15 10:52:41, 1967 ნახვა
საზოგადოება
კახეთის გუბერნატორი ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო
კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები ღვინის საწარმოებში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. „ეს რთველი განსაკუთრებული იმითაა, რომ სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე ტარდება. მეღვინეობის დარგისთვის, მევენახისთვის, მეღვინისათვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მიღწევაა, რომ ჩვენი ისტორიული და ტრადიციული დარგი საბაზრო ეკონომიკის პრინციპით მუშაობს. ეს განაპირობა იმან, რომ დარგი სწორი მიმართულებით განვითარდა, მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის პოლიტიკა სწორად გატარდა, გაზრდილია საექსპორტო პოტენციალი და მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია“ - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, 15 სექტემბრის 10.00 საათის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 39 მლნ ლარს მიაღწია. უწყევბის ცნობით, სულ გადამუშავებულია 34,8 ათასი ტ. ყურძენი. მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათასი ტონა რქაწითელი, 17,4 ათასი ტონა საფერავი, 1,4 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 13 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,4 ათასი ტონა, გურჯაანი - 6,2 ათასი ტონა, თელავი - 4,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 1,1 ათასი ტონა, ახმეტა - 958 ტონა და საგარეჯო - 510 ტონა. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 4,7 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია.ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 162 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 85. მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)