|
2017-09-14 17:57:23, 2231 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის ამსახველი ბანერი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ სპორტსმენებმა მყინვარწვერზე აიტანეს
ქართველმა სპორტსმენებმა, კახა კალაძის მხარდაჭერის ნიშნად, მისი საარჩევნო სლოგანის ამსახველი ბანერი მყინვარწვერზე აიტანეს. ბანერებს სლოგანით - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ ქართველი მთამსვლელები, ასევე, ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებშიც განათავსებენ - ამის შესახებ სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან მშვილდაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატისა და სპორტის ფედერაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას ფიგურული სრიალის, სნოუბორდის, სამთო-სათხილამურო სპორტის, ტრამპლინიდან ხტომის და ფრისთაილის ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კახა კალაძემ მათ ქალაქის განვითარების ხედვა, მათ შორის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სპორტის პოპულარიზაციის მიმართულებით დასახული გეგმები გააცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)