|
2017-09-14 17:33:50, 2090 ნახვა
საზოგადოება
საგარეჯოში ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ფუტკრის მასობრივ გაუჩინარებაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ღონისძიებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩაერთო. უწყების ცნობით, დღეისათვის მსოფლიოში ფუტკრის პოპულაციების 20-დან 80%-მდე გაუჩინარებულია. ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები საგარეჯოს რაიონის მეფუტკრეებს შეხვდნენ და ადგილობრივებს ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების, საშემედგომო სამუშაოებისა და ფუტკრის საკვები ბაზის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სპეციალისტებმა მეურნეობებიც დაათვალერეს და ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს. მეფუტკრე ფერმერებმა ინფორმაცია საფუტკრის მოწყობის, ფუტკრის დაავადებების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, ასევე მეფუტკრეობაში არსებული თანამედროვე სტადარტების შესახებ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა, ფერმერების მხრიდან მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოში ამ დროისთვის 40-50 ათასი მეფუტკრეა. მეფუტკრეობის მიმართულებით ყველაზე განვითარებული რეგიონებია აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი. საქართველოში მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი დარგია და მას მზარდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)