|
2017-09-14 10:28:05, 2083 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა (DG NEAR), ქრისტიან დანიელსონმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ჭრილში. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ევროკავშირისსამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში აღმასრულებელი დირექტორი თომას მაიერ-ჰარტინგი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ სტუმრებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას უდევს საფუძვლად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის, საჯარო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმის, ასევე, სხვადასხვა პროგრამისა და ინსტრუმენტის (Erasmus, TAIEX, TWINNING, SIGMA) მნიშვნელობას განათლების, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, საჯარო უწყებების დაძმობილების, მართვისა და მმართველობის სისტემების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებებით. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ სექტორულ საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამებზე, როგორებიცაა ეკონომიკური მართვა და ანგარიშვალდებულება, განათლების სფეროში უნარების განვითარება და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა. ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის მეშვეობით (NIF) ხორციელდება ისეთ სფეროებში როგორებიცაა წყალმომარაგება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები. აღინიშნა, რომ ევროკავშირიგეგმავს, მხარიდაუჭიროსმცირედასაშუალოზომისბიზნესისლარში დაკრედიტებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, რომ ინიციატივა მნიშვნელოვანისტიმულიიქნებასაქართველოს მცირე და საშუალობიზნესისათვისდაამავე დროს, ასევემაგალითი-სხვაანალოგიურიპროექტებისწამოსაწყებად. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობაზე, განსაკუთრებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და სხვა დონორების თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე. მხარეებმა იმედი გამოთქვეს რომ ყველა ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორობა ევროკავშირთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
(NS)
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)