09:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 04:35:10, 627 ნახვა

რეგიონი
ბორჯომის ხანძრის შემდეგ ყველაზე მაღალი პრემია გამგებელმა საკუთარ თავს გამოუწერა

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულობისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. 

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ყველაზე მაღალი პრემია გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა მიიღო. ყიფიანის გარდა, მაღალი პრემია გაეცა მის მოადგილეს და მეორადი სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს. სამივე ამ პირმა პრემია 1250 ლარის ოდენობით მიიღო. 

ამის დამადასტურებელი ფაქტი კი, ბორჯომის გამგებლის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულებაა, სადაც დეტალურად არის გაწერილი პრემიების ოდენობა. 

გამგებლის წარმომადგენელმა დაბა წაღვერში 1200 ლარი მიიღო; გამგებლის წარმომადგენელმა დაბა ყვიბისში  1200 ლარი მიიღო; პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული კონსულტაციების სასამართლო საქმეთა წარმოების კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პრემიამ 625 ლარი შეადგინა.

ანალოგიური თანხა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა და გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტმა დაბა ყვიბისში, მიიღეს. 

გამგეობის ორმა მძღოლმა, თითომ  – 850 ლარი, ხოლო კიდევ ერთმა მძღოლმა 425 ლარი მიიღო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics