|
2017-09-13 03:31:52, 1213 ნახვა
სამხედრო
სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობისთვის ემზადებიან
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობისთვის ემზადებიან. დღეს, ქართველი სამხედროების ერთ-ერთ ვარჯიშს „ფონდი არველაძის“ წარმომადგენლები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე დაესწრნენ. ტურნირის მონაწილე სპორტსმენების გამხნევების მიზნით, ფონდის დამფუძნებელმა რევაზ არველაძემ მათ საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცა. „ძლიერთა თამაშები“ კანადაში, ქალაქ ტორონტოში 23-30 სექტემბერს გაიმართება. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული 15-კაციანი ნაკრები ინტენსიურ მომზადებას გადის. საერთაშორისო ასპარეზობისთვის, ისინი მჯდომარე ფრენბურთში, მშვილდის სროლაში, ცურვაში, ველორბოლაში და წოლჭიმში გადიან მომზადებას. კანადაში სამხედრო მოსამსახურეების 15 ოჯახის წევრი სპეციალური პროგრამით გაემგზავრება. ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშებში“ ქართველი სამხედროები უკვე მესამედ მონაწილეობენ. (NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)