16:35 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 15:15:45, 336 ნახვა

სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მაღალჩინოსნებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, სირიაში უკანონო მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მაღალჩინოსნებს შეხვდა.

შსს-ს ინფრომაციით, ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა უკანონო მიგრაციის და კონტრაბანდის მიმართულებით ოპერატიულ-საგამოძიებო სამსახურებს შორის ურთიერთდახმარების სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„შსს-ს სასაზღვრო პოლიცია აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად იწყებს თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბთან თანამშრომლობას და სასაზღვრო პოლიციის საჭიროებების გათვალისწინებით, ორ ქვეყანს შორის სამხედრო პერსონალის სწავლების გეგმა მტკიცდება. მიღწეული თანამშრომლობის გეგმა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: თურქეთის სახმელეთო ძალების სარდლობასა და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფთან ერთად ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება; სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მომსახურეების მონაწილეობით საქართველო-თურქეთის საზღვარზე სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივ წვრთნა; სანაპირო დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო საზღვაო წვრთნაში მონაწილეობა; ორმხრივი ვიზიტები და შეხვედრები „სამხედრო დიალოგის ფორმატში“; თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან სამხედრო დახმარების ფარგლებში მატერიალური ქონების გადმოცემა; სასწავლო მიმართულებით თურქეთის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ საზღვაო მრავალეროვნულ და ნატო-ს სასწავლო ცენტრებში სასაზღვრო პოლიციის მომსახურეებისთვის მომზადების გავლა“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics