18:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 14:55:16, 343 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა შესაძლოა მთავრი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს

პარლამენტმა შესაძლოა მთავრი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში, სისხლის სამართლის რეფორმის უწებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წულუკიანმა განმარტა, თავად პარლამენტის ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროკურორის არჩევის პროცესში არ ჩაერთონ და მხოლოდ მის დამტკიცებაში მიიღონ მონაწილეობა.

„თუკი  ვფიქრობდით, რომ შეიძლება პარლამეტი ყოფილიყო  თავიდანვე კანდიდატის შერჩევაში, თავად  პარლამენტის ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ  მათ ეს თავიდანვე არ სჭიდებათ, შემდეგ ჩაერთვებიან  და აჯობებს მთლიანად თავისუფალი  იყოს პარლამენტისგან ეს პროცესი.  არის საუბარი თუ როგორი ხმების  უმარვლესობით უნდა აირჩეს  პარლამენტში  მთავარი პროკურორი და ა.შ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით,შესაძლოა კონცეფციაში ცვლილებები შევიდეს.

მაგალითად, წულუკიანის განცხადებით, თავად საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა შესაძლოა გადაიხედოს.

„თავად საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა  ალბათ გადავხედავთ , ალბათ ვნახავთ  რა ხარისხის უმრავლესობა უნდა  ჰქონდეს წარდგენილ კანდიდატს  პარლამენტში, რომ  არჩეულად ჩაითვალოს  და არაერთი  ცვლილებაშევა  ამ კონცეფციაში“, -განაცხადა თეა წულუკიანმა და აქვე დასძინა, რომ ხუთშაბათს ამ მიმდინარე კვირაში  მთავრობას ჩააბარებს  ანგარიშს  კანონპროექტის სახით  და აჩვენებს თუ რა შედეგები  დადო იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებაშათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს მუშაობის პირობებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics