|
2017-09-12 06:35:39, 2077 ნახვა
კომენტარი
უკრაინელი ექსპერტი: სააკაშვილის დეპორტაცია არ მოხდება - საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისისთვის მზად არაა
უკრაინელი ექსპერტის, ორგანიზაცია "უკრაინის ბორომეტრის" დირექტორის ვიქტორ ნებოჟენკოს შეფასებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია ნაკლებად სავარაუდოა. 24tv-ის ინფორმაციით, ნებოჟენკომ განმარტა, რომ თუ ხელისუფლება ხვალიდან დაიწყებს ჟურნალისტების, დეპუტატების და აქტივისტების დაკითხვას, რაც ექსპერტის შეფასებით, მოსალოდნელია, ეს სააკაშვილის პოზიციას უფრო გააძლიერებს. "სააკაშვილს, მედიის ცნობით, უკრაინაში 1.5-პროცენტიანი რეიტინგი აქვს, ხოლო საქართველოში მისი რეიტინგი 15 პროცენტს შეადგენს და საკუთარი პარტია გააჩნია. სააკაშვილის ნახვა საქართველოში არ უნდათ. სწორედ ამიტომ, ის საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება, რადგან ის არაა მზად პოლიტიკური კრიზისისთვის. მეორე საკითხია, თუ დეპორტაცია მოხდება, თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო ზონა უნდა გადაკვეთოს და მაშინ როდესაც, ამერიკის საელჩოს ეძინება, მას ჩამოაგდებენ. რუსეთს თვითმფრინავების ჩამოგდების დიდი გამოცდილება აქვს. მაგრამ სააკაშვილის დეპორტაცია არ მოხდება", - განაცხადა უკრაინელმა ექსპერტმა. ექსპერტის თქმით, სააკაშვილმა კარგად აითვისა თავისი როლი და ყველა პროცესის სტიმულატორი გახდა. "მოსახლეობას იმდენად მობეზრდა ამჟამინდელი მმართველობა, რომ ის ყველანაირ სიტუაციას იყენებს, რომ თავისი პროტესტი გამოხატოს. სააკაშვილის ქმედებებმა ფიზიკური ძალის სახე მიიღეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კიევის ცენტრში არანაირი მაიდანი არ გვექნება", - განაცხადა ვიქტორ ნებოჟენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)