07:12 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 14:47:20, 702 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

„ქართველ მოჭადრაკე ქალთა ახალმა თაობამ უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ ჭადრაკისა და ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს, მთელ საქართველოს.  თქვენ დაამტკიცეთ, რომ მსოფლიოში უძლიერესნი ხართ და ჩვენ ქვეყანას დაუბრუნეთ ის ღირსეული ადგილი, რაც ქართველ მოჭადრაკე ქალებს ათწლეულების განმავლობაში ეკავათ. თქვენ ნიჭთან და თავდადებასთან, დიდ და სახელოვან ტრადიციასთან ერთად,  ამ გამარჯვების უკან დგას მრავალი ადამიანის - უპირველეს ყოვლისა, მწვრთნელების ხანგრძლივი, დაუღალავი შრომა. ყველას გულითადად გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას.

ამ წარმატებას მე დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას ვანიჭებ. მჯერა, რომ თქვენი მაგალითი ახალ სტიმულს მისცემს  ქართველ ქალთა მეტ აქტიურობას და ჩართულობას  არა მხოლოდ სპორტში, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ახალ წარმატებათა მოლოდინით, თქვენი ერთგული გულშემატკივარი“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics