18:40 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 14:30:12, 341 ნახვა

პოლიტიკა
თამარ სანიკიძის შეფასებით, სამინისტროსთან გამართულ აქციას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის შეფასებით, სამინისტროსთან გამართულ აქციას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს.

მისივე თქმით, უწყებასთან შეკრებილები არიან მშობლები, თუმცა ასევე არიან სკოლის ყოფილი დირექტორები, რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელები, პოლიტიკური დაჯგუფების წევრები და ა.შ.

„საკითხს პირველ რიგში გავმიჯნავდი, რადგან აქ არის პოლიტიკური საკითხი და ასევე არის შინაარსობრივი თემა. მონაწილეებს შორის იყვნენ ერთეული მშობლები, რომლებთანაც წინაშე პასუხისმგებლები ვართ. თუმცა მათი ძირითადი ნაწილი სკოლის ყოფილი დირექტორები, რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელები, პოლიტიკური დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც ამ პროცესების გამწვავებას ახორციელებენ და ხელს უშლიან, რომ ნორმალური და კვალიფიციური ინფორმაცია მივიდეს მშობლებთან“, - აღნიშნა სანიკიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა სუბელიანმა მინისტრთან შეხვედრას თავი აარიდა. სანიკიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი წლის წინანდელი პერიოდი შეახსენა, როდესაც მათ იმ კანონს დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმადაც სკოლაში 5 წლის ბავშვი არ უნდა შესულიყო.

„ნაცონალური მოძრაობიდან ერთადერთი იყო სერგო რატიანი, რომელიც ამბობდა, რომ თუ ეს ნაბიჯები გადაიდგმებოდა, უნდა ვიფიქროთ წინა სასკოლო მზაობის სისტემის დანერგვაზე, რაც განხორციელდა. პროგრამა შემუშავებულია. ამის დანერგვას უკვე ახალი აკადემიური წლიდან ვიწყებთ და ის მოსწავლეები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში არ უწევთ სკოლაში მისვლა, ამ პროგრამას გაივლიან“, - აღნიშნა სანიკიძემ.

რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით მშობლების დაინტერესებას, მინისტრის თქმით, სამინისტრო მშობლებთან ყოველთვის მართავდა შეხვედრას და მომავალშიც გააგრძელებს, რადგან მათ მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხები გაეცეს.

რაც შეეხება მშობლების მოთხოვნას, რომელთა შვილებს სწავლის დაწყებიდან მცირე დროის შემდეგ უსრულდებათ 6 წელი, გამონაკლისი დაიშვას, რომ ბავშვებს სასწავლო წელი არ გაუცდეთ, მინისტრი ასე პასუხობს.

„ვთქვათ, პირველ ოქტომბრამდე გადავწიეთ. რას გვაძლევს ეს. 2 ოქტომბერს დაბადებულებს იგივე მოთხოვნები ექნებათ. როდესაც 31 დეკემბრამდე იყო გარდამავალი პერიოდი ძალიან დიდი რაოდენობის განცხადებები შემოდიოდა, რომ 2 იანვარს დაბადებულებისთვის გამონაკლისი დაგვეშვა“, -  განაცხადა სანიკიძემ

რაც შეხება სასწავლო ზღვარის 6 წლამდე დაწესებას, მინისტრის შეფასებით, ეს მსოფლიოში დანერგილი მეთოდია.

„როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მწვავე განხილვები მიმდინარეობდა,  ბრიტანეთში რომელსაც ჰქონდა დაშვებული 5 წლის ასაკის ბავშვის სკოლაში მიყვანა, მათ ქონდათ 13 წლიანი სასწავლო წელი. დღეს არის ინიცირებული კანონი სადაც სასკოლო ასაკის ზღვარი  7 წლამდეა აყვანილი“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics